|
2017-05-10 17:45:27, 1812 ნახვა
საზოგადოება
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა შსს-სთან გადაინაცვლეს
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს და აქციას უწყების შენობასთან აგრძელებენ. შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ადამიანია შეკრებილი. დაზარალებული მეანაბრეების თქმით, გამოძიების დაწყებიდან 7 თვეა გასული, თუმცა საქმე წინ არ წასულა. დაზარალებული ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. ცნობისთვის, დაზარალებული მეანაბრეები აქციას მანამდე, პარლამენტის შენობასთან მართავდნენ. მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)