|
2017-05-10 14:52:48, 1629 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პჯდ ცენტრებისათვის 13 ავტომანქანას შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2017 წლის 30 მაისს სრულდება. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. აღნიშნული პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკი სრულად შეივსება.
უწყებამ 2014-2016 წწ - „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა. ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ჩართულობით იფარება ავტომანქანების შენახვისა და საწვავის ხარჯები, ასევე მძღოლის ხელფასი. 2014 წლიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პჯდ ცენტრების ექიმებზე დანამატის სახით გასცემს 300-150 ლარს. 2018 წლიდან უწყება შრომის ანაზღურებას მედდებსაც გაუზრდის. 2016 წელს, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალმა მომსახურება გაუწია 137 104 პაციენტს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)