|
2017-05-10 11:53:07, 1436 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უმცროსკლასელებისგან წერილები მიიღეს
პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ საქართველოს მასშტაბით 45 სკოლიდან 2043 წერილი შეაგროვა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბარათებთან ერთად ჯარისკაცებს სხვადასხვა საჩუქრებიც გაუგზავნეს და ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემა. წერილები გაიგზავნა თბილისიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, მარნეულიდან, ყვარლიდან, თელავიდან, გურჯაანიდან, ახალციხიდან, მესტიიდან, თიანეთიდან, ზუგდიდიდან, ბორჯომიდან, ფოთიდან, ლაგოდეხიდან და რუსთავიდან. „წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. უმცროსკლასელებისთვის საპასუხო ბარათების მიღება სასიხარულო და საამაყო მოვლენაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)