16:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 11:42:51, 2035 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: აშშ-სთან ერთად ძალიან ამბიციურ, საქართველოს თავდაცვის პროგრამას ვიწყებთ

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც იზორიამ აღნიშნა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

„კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეები. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შეგვაქვს წვლილი გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიწყებთ ძალიან ამბიციურ პროგრამას- საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად. წელს გავხსნით ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს, რომელსაც ერთობლივად ავაშენებთ და რომლის ანალოგი არსებობს გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ბაზის ფარგლებში, თუმცა ჩვენი ურთიერთობა ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და  სტრატეგიული პარტნიორები აღიარებენ, რომ ჩვენ  რეგიონში მოწინავე ვართ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics