14:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 16:33:49, 1617 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია უფასო სასადილოებთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ განცხადებას ცილისწამებას და სიცრუეს უწოდებს

თბილისის მერია უფასო სასადილოებში კორუფციული სქემის არსებობის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ცილისწამებას და მორიგ სიცრუეს უწოდებს.

მერია პარტიას მოუწოდებს, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, „პოპულისტური განცხადებების გაკეთების ნაცვლად“, შესაბამისი დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.

„რაც შეეხება გაკეთებული განცხადების შინაარსს, თბილისის მერია ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომლებიც განასხვავებს თბილისის ძველი და ახალი მმართველობის დროს, რაც ასევე დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშით.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის ახალი მთავრობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა  გაიზარდა.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო, წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ ყველა უფასო სასადილოში ამოწმებს სანიტარულ ნორმებსა და საკვების ხარისხს.

დღეისათვის უფასოს სასადილოების ერთჯერადი ცხელი სადილით, რომლის კილოკალორაჟი შეადგენს 1100 კალორიას,  39 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს“, - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics