15:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 13:02:48, 2270 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: რუსეთი დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების შეფასება ჯენევის კომისიასთან დაკავშირბით, ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია დაშორებულია საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. 

მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს აგრძელებს.

„ჩვენი მონაწილეობაც ჟენევის პროცესში ემსახურება კონსტრუქციულ მიდგომას და საერთაშორისო სამართლისა და ნორმების შესაბამისად, კონფლიქტის დარეგულირებას საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და, შესაბამისად, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს რათა ამ კონფლიქტის დარეგულირება მოვახდინოთ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics