12:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 14:42:56, 2016 ნახვა

საზოგადოება
კომპანია „ქართველმა“ საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი „მომღერალი ღვინო“ წარუდგინა

Tbilisi Marriot Hotel-ში კომპანია "ქართველმა" საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი "მომღერალი ღვინო" წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზენტაცია სიტყივთ გამოვიდა და  “ქართველს”წარმატება უსურვა.

მომღერალი ღვინო „ქართული ხმების“ მიერ შექმნილი პროდუქტია, რომლის  მოგების გარკვეული ნაწილი ქართული ფოლკლორის ფონდის შექმნასა და განვითარებას მოხმარდება. ფონდი ხელს შეუწყობს მივიწყებული სიმღერების აღორძინებას, ახალი კომპოზიციების შექმნასა და მომავალი თაობის აღზრდას.

„ქართველი“-ს მიზანია შეარჩიოს და ჩამოასხას ღვინო მივიწყებული ქართული საღვინე ყურძნის ჯიშებისგან, ტრადიციული მეთოდებით აწარმოოს ღვინო და მსოფლიოს წარუდგინოს ქართული ღვინის ფასეულობა.

ოფიციალურ გვერდზე ყოველ სამ თვეში ერთხელ განთავსდება ახალი ვიდეო რგოლი. ვიდეო მასალაში წარმოჩენილი იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ღირსშესანიშნავი ადგილები და დღესასწაულები. ვიდეო რგოლები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და მსოფლიოსთვის ღირსეულად მიწოდებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics