13:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 11:17:30, 1767 ნახვა

პოლიტიკა
ლისაბონში ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

ლისაბონში საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოფენა მოეწყო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს საელჩოსა და კულტურისა და ცნობადობის განვითარების პორტუგალიურ ასოციაცია - Matriz Portuguesa-ს ორგანიზებით გამართულ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ მიმართა. ელჩმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „საქართველოს ევროპული დღის წესრიგი".

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია „საქართველოს ევროპული ფურცლები". მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა საქართველოს შესახებ შექმნილი ვიდეო-რგოლი.

საიუბილეო მიღებას პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და მედია საშუალებები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics