10:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 18:33:57, 3691 ნახვა

სპორტი
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებისთვის მზად არიან

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აპოლიტიკური უნდა იყოს.
ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური, პროფესიონალი, მოტივირებული იმისათვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას და მის ნდობას ხელი სერიოზულად შეუწყოს“, – აღნიშნა აბაშიძემ და აქვე დასძინა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად ყოფნას გამოთქვამენ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, კონსულტაციების გზით შეირჩეს. მან საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, კონსულტაციებში ჩაერთოს. თუმცა, როდის და რა ფორმატით დაიწყება კონსულტაციები, ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics