11:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 11:45:02, 1700 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დღეს იოჰანეს ჰანი ეწვევა

4-6 მაისს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების  საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ვიზიტია დაგეგმილი.

 საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ა.წ. 5 მაისს, გაიმართება ევროკომისრის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, ასევე საპარლამენტო უმცირესობის  წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეების მიერ განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მიმდინარე პრიორიტეტები, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები. ევროკომისრის ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აგრეთვე 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი ,,აღმოსალეთ პარტნიორობის''  სამიტისთვის საქართველოს მოლოდინებზე და ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობა.

ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 32 მილიონი ევროს საფინანსო შეთანხმების („ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" Technical Cooperation Facility – TCF) ხელმოწერა, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics