|
2017-05-02 18:51:05, 2225 ნახვა
საზოგადოება
„ღამის მგლების“ ლიდერი: საქართველოში ჩამოსვლას ალბათ ვეღარ მოვასწრებთ
9 მაისს, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, საქართველოში რუსული ბაიკერ-კლუბის, "ღამის მგლების" წევრები შესაძლოა აღარ ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ ბაიკერ-კლუბის პრესმდივანმა ანა კომაროვამ განაცხადა. როგორც კლუბის პრეზიდენტმა ალექსანდრე "ქირურგ" ზალდოსტანოვმა აღნიშნა, კლუბის წევრებმა შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ მოახერხონ. „მიგვიწევს გული, თუმცა, ალბათ, ვეღარ მოვასწრებთ. დიდი ხანია, დავპირდი ალექსანდრე ზახარჩენკოს, ასევე პეტერბურგშიც გველოდებიან 6 მაისს“, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა. ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავდნენ. ბაიკერები საქართველოშ პირველად 2015 წელს შემოვიდნენ. მაშინ მათი ვიზიტის დროს ქართველმა ბაიკერემა ვაკის პარკთან მორიგეობა მოაწყვეს, სადაც ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება, რათა პარკში „ღამის მგლები“ არ შეეშვათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)