|
2017-05-02 15:39:00, 2715 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვანო ზარდიაშვილი: ომბუდსმენმა ნიღაბი ჩამოიხსნა, გადავიდა სხვა ბოსტანში და იქიდან აფასებს სიტუაციას
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენდნენ, ერთმანეთს იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი და უჩა ნანუაშვილი დაუპირისპირდნენ. პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა გახდა, რომელიც მოსამართლეთა შეურაცხყოფას ეხება. ნანუაშვილმა ზარდიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს სასამართლოს მიმართ. "თქვენი ეს გამოსვლა მეტყველებს თქვენს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე სასამართლო სისტემის მიმართ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად. სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტები არსებობდა, იმის რომ გადაწყვეტილებები იყო უკანონო. გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა იყო 0,1%. თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და გადანაშაულებდნენ ზეწოლაში. მათი განცხადებით, თქვენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე წასვლას უკრძალავდით",- მიმართა ნანუაშვილმა ზარდიაშვილს. თავის მხრივ, ზარდიაშვილმაც მიმართა ომბუდსმენს და განაცხადა, რომ ნანუაშვილი რელსებს აცდა. "სახალხო დამცველმა ნიღაბი ჩამოიხსნა, გადავიდა სხვა ბოსტანში და იქიდან აფასებს სიტუაციას. ბრალად წამიყენეთ ისეთი რაღაც, რაც ჩემი მოვალეობა იყო. 2012 წელს მანდატურები მთხოვდნენ რომ წასულიყვნენ აქციაზე სამუშაო საათებში. ახლაც რომ იქ ვმუშაობდე, ვერც ახლა გავუშვებ, იმიტომ რომ როგორც ციხეა ბადრაგის გარეშე, ისეა სასამართლო მანდატურის გარეშე. ბატონო უჩა, რელსებს აცდით ხომ ხედავთ", - აღნიშნა ზარდიაშვილმა.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)