|
2017-05-02 12:26:52, 1610 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ისევ დააკავეს
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ისევ დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მოქალაქე გ. მ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს. ცნობისთვის, მიქავა გუშინ, გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იყო გადაყვანილი, თუმცა 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სამართალდამცველებმა იგი გაათავისუფლეს. მის გარდა წუხელ მოქალაქე ლევან ხვიტიაც დააკავეს, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის ადვოკატი მომხდარ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)