|
2017-04-28 09:53:41, 1790 ნახვა
სამართალი
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპაში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., იყო, რომელიც პირადად და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა. „თანხის გადახდის შემდგომ, დანაშაულებრივი დაჯგუფის წევრები აღნიშნულ პირებს სხვა სახელითა და გვარით ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ, შემდეგ ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემით (ნამდვილით და ყალბით) შეუძენდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად, როგორც თურქეთის (სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ), ასევე, ევროპის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოში ჩამოსულ პირებს დანიშნულ დროს, აეროპორტში მისვლამდე ყალბ პასპორტებს გადასცემდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეები რეგისტრაციას თურქეთისა და ევროპის მიმართულების ავიარეისებზე პარალელურად გადიოდნენ. საზღვრის გადაკვეთამდე, აეროპორტის საპირფარეშოში, ბერკანტ დ. ევროპის მიმართულებით აღებულ ჩასხდომის ბარათსა და ყალბ პასპორტზე საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველ ყალბ თარიღ-დამღას სვამდა. ამის შემდგომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე აღნიშნული პირები მესაზღვრე-კონტროლიორს ნამდვილ, ირანულ პასპორტებსა და თურქეთის მიმართულებით ჩასხდომის ბარათს წარუდგენდნენ, საზღვრის კვეთის შემდგომ კი უკვე ყალბი პასპორტითა და ევროპის მიმართულებით აღებული ჩასხდომის ბარათით, რომელზეც საზღვრის კვეთის ყალბი თარიღ-დამღა იყო დასმული, ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ევროპის მიმართულებით მიმავალი ავიარეისი დროში მცირედით წინ უსწრებდა თურქეთის მიმართულებით მიმავალ რეისს, რის გამოც, მგზავრის დაკლების შემდგომ, ავიაკომპანია მათ მოძიებას ვეღარ ახერხებდა“,-აცხადებენ შსს-ში. დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შემდგომ, მიმდინარე წლის აპრილში შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი მოქალაქის მცდელობა, თურქეთის ნაცვლად, ევროპაში ყალბი პასპორტით გამგზავრებულიყო, ადგილზე აღკვეთა. შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების ამ ეტაპზე დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი ბეჭდისა და დოკუმენტების დამზადება, შენახვა, გასაღების ბრალდებით დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველი ყალბი თარიღ-დამღა და სხვადასხვა ქვეყნის ყალბი პასპორტები. ამავე მუხლის ბრალდებით დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელმაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა თბილისში მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ზემოხსენებული დანაშულებრივი სქემით უნდა ესარგებლათ. დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)