10:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 18:55:26, 2172 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პარლამენტი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის ღია იქნება

ბიზნეს ასოციაციების წევრი კომპანიების  წარმომადგენლების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დასრულდა.

როგორც კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის  ღია და გახსნილი იქნება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ძალიან ქმედითი ფორმატი, რათა წინასწარ განიხილონ ყველა ის ინიციატივა, რომელიც ბიზნესის ინტერესებთანაა დაკავშირებული.

„ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირველ რიგში განვიხილეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ასევე განვიხილეთ სხვა საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს კანონმდებლობას, იმ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შევთანხმდით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე. პარლამენტი იქნება აბსოლუტურად ღია და გახსნილი ბიზნეს თანამშრომლობისთვი., მთავარია, ჩამოვაყალიბოთ ძალიან ქმედითი ფორმატი იმისათვის, რომ წინაწარ განვიხილოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც ბიზნესის ინტერესებთან არის დაკავშირებულო“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics