|
2017-04-27 13:53:20, 2626 ნახვა
სამართალი საზოგადოება
იოსელიანი: სესიაშვილი აღიარებს, რომ მისი ვაჟი, კონკრეტულ ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს
პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირაკლი სესიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობენ. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა დღეს აღიარა, რომ მისი შვილი ავტომობილის ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს. "ორდღიანი ფიქრის შემდეგ სახეზე გვაქვს კიდევ ერთი ტყუილი. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ირაკლი სესაშვილი ცდილობდა ამ საქმისგან სრულ დისტანცირებას. დღეს სესიაშვილი აღიარებს, რომ მისი ვაჟი, დავით სესიაშვილი კონკრეტულ ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს. ჩვენ გვჭირდება ამომწურავი ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურებისგან იმის შესახებ, თუ რა ხდება საქმის ირგვლივ, ვთხოვთ მათ გაასაჯაროონ საქმის დეტალები", - აღნიშნა კოტე იოსელიანმა. რაც შეეხება თავად კოტე იოსელიანს, სესიაშვილის თქმით, მისი ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა მდგომარეობს იმაში, რომ ის თინა ბოკუჩავას ქმარია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)