|
2017-04-25 15:54:52, 2089 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო მოქალაქეებს სთხოვს, განსაკუთრებით ბავშვის საკვები პროდუქტის შეძენისას, ვარგისიანობის ვადას ყურადღება მიაქციონ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებით ბავშვის საკვები პროდუქტის შეძენისას, ვარგისიანობის ვადას ყურადღება მიაქციონ. ეს განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვის კვების პროდუქტი შეიძინა, რომელიც ძველი აღმოჩნდა, შედეგად კი, ბავშვი მოიწამლა. “ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს მედიკამენტებზე და ერთ-ერთი მეთოდია საკონტროლო შესყიდვა, როდესაც აფთიაქებში ვყიდულობთ ნიმუშებს და ვაკეთებთ ლაბორატორიულ ანალიზს. რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ხარისხის შემოწმება არის სურსათის უვნებლობის სააგენტოს კომპეტენცია, მე მათზე ისრები არ გადამაქვს, თუმცა ყველასადმი მექნება სათხოვარი, განსაკუთრებით ბავშვის კვების ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს, შეძენამდე ყურადღება მიაქციონს ვარგისიანობის ვადას”,-აღნიშნა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)