2017-04-24 15:26:40, 2051 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრები ხვალ გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრებს 25 აპრილს სტრასბურგში გამართავენ.
საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტსა და დაგეგმილ ცვლილებებზე მიაწვდიან ინფორმაციას.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ვენეციის კომისიის მდივანთან ხაზს გაუსვამენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი არ არის.
ამასთან, უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ ყველა ცვლილების შესახებ ვენეციის კომისიას საქმის კურსში წინასწარ ჩააყენებენ.
ცნობისთვის, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები კომისიის მდივანს, თომას მარკერტს ცალ-ცალკე შეხვდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან