|
2017-04-24 14:53:02, 665 ნახვა
სამხედრო
სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი - რუსეთის მხრიდან მზარდი მილიტარიზაცია სამხედრო აგრესიის განახლების რისკს ზრდის
რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებთან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმება, მზარდი მილიტარიზაცია და ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არარსებობა პროვოკაციებისა და სამხედრო აგრესიის განახლების რისკს ზრდის, - ამის შესახებ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციამ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, უხეშად ხელყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებთან, მზარდი მილიტარიზაცია და ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არარსებობა ზრდის პროვოკაციებისა და სამხედრო აგრესიის განახლების რისკს. გარდა სამხედრო საფრთხეებისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტრანსნაციონალური/ორგანიზებული დანაშაულის გავრცელებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევად რჩება კრემლის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტებისა და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტების გამოყენება ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ. „შავი ზღვის რეგიონში ბოლო პერიოდში არსებული უსაფრთხოების კომპლექსური და არამდგრადი ვითარება, ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული პროცესები, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მთლიანად რეგიონის, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს გლობალიზაციის პირობები, კლიმატის ცვლილება, მიგრაციული პროცესები, საერთაშორისო ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და კიბერსაფრთხეები. ამასთან, რუსეთის მზარდი საერთაშორისო ამბიციები ხელს უწყობს დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფორნტაციული ფონის ზრდას, რაც გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპისა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ცნობისთვის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს; აღწერს არსებულ ვითარებას; მიმოიხილავს საფრთხეებს, გამოწვევებს. დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოვლისმომცველ, დროში გაწერილ განვითარების სტრატეგიას. „თსმ 2017-2020“ აყალიბებს რეკომენდაციებს შეიარაღებული ძალების გარდაქმნის მიზნით და შეიარაღებული ძალების სტრუქტურის 2020 წლის მოდელს განსაზღვრავს.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)