|
2017-04-21 00:13:00, 1911 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე საბოლოო კონსენსუსი მიღწეული ჯერ არ არის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ეხებოდა. მდინარაძის განმარტებით, კონსტიტუციურ ცვლილებებზე საყოველთაო-სახალხო განხილვები მაისის დასაწყისში უნდა დაიწყოს. „მთავარ საკითხებზე ვილაპარაკეთ, მათ შორის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. საბოლოო გადაწყვეტილებებზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით. მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხზე საბოლოო კონსენსუსი მიღწეული ჯერ არ არის და პროექტში მმართველი გუნდის ხელმძღვანელების პოზიციაა წარმოდგენილი. პროექტის ინიცირება ამ წესით მოხდება, თუმცა ბევრ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებების დახვეწა მოხდება და გამორიცხული არ არის, გარკვეული ცვლილებები იყოს წარმოდგენილი, როცა სასესიო განხილვა მოხდება, თუმცა მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში გადაწყვეტილება მიღებულია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)