02:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 18:11:36, 1903 ნახვა

საზოგადოება
ქუჩის დანაგვიანებისთვის პირველი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა

“თბილსერის ჯგუფმა" დღეს ქუჩის დანაგვიანებისთვის პირველი მოქალაქე უკვე დააჯარიმა.

“თბილსერის ჯგუფის” ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 80 ლარს შეადგენს.

“დღეიდან დაიწყო “თბილსერვის ჯგუფმა” ჯარიმების დაწერა სამართალდარღვევებზე. პირველი ორი კვირა იყო გამაფრთხილებელი ხასიათის. სამი აპრილიდან დაიწყო სამსახურმა ფუნქციონირება, ხოლო უკვე დღეიდან იმ პირებზე, ვინც არ დაემორჩილება ჩვენს მოთხოვნას, ამოქმედდება შესაბამისი სანქციები. პირველი მოქალაქე უკვე დაჯარიებული არის, ეს არის 80 ლარის ჯარიმა გამოწერილი, რომელიც იორდანიის მოქალაქეს დაეკისრა”, – განაცხადა “თბილსერვის ჯგუფის”  გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ.

80-ლარიანი ჯარიმა განკუთვნილია იმათთვის, ვინც თბილისის ქუჩებს 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაანაგვიანებს.

ცნობისთვის, დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის  ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics