02:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 13:09:36, 1663 ნახვა

საზოგადოება
„თუ ჩვენ არ გვიშვებენ შიგნით, მაშინ ვერავინ გამოვა გარეთ“ - გარემოვაჭრეები მერიასთან აქციას მართავენ

დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები თბილისის მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ. სამართალდამცველები და მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ამის საშუალებას მოვაჭრეებს არ აძლევენ. 

მოვაჭრეები შენობაში მყოფ ადამიანებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

„თუ ჩვენ არ გვიშვებენ შიგნით, მაშინ ვერავინ გამოვა გარეთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის, კახა კუკავას თქმით, საპატრულო პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლს არღვევს, რაც სამსახურეობრივი იფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მისივე განმარტებით, პოლიციას შენობის ბლოკირების უფლება  არ აქვს. კუკავას თქმით, ისინი ტელეფონით საკრებულოს დეპუტატებსა და სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდებიან, რომ მათი წარმომადგენლები მერიასთან მოვიდნენ. შენობასთან საპატრულო პოლიციის რაოდენობა გაძლიერებულია.

მოვაჭრეების განცხადებით, დიდუბის რაიონში მდებარე ორ ბაზარსა და ორი შპს-ს ერთმანეთში აქვთ დავა და ამით მოვაჭრეები ზარალდებიან. 

მათივე თქმით,  ერთ-ერთი შპს-ს  მფლობელმა ორ ბაზარს შორის კედელი ააშენა, რამაც დიდუბის ბაზარი ორ ნაწილად გაყო. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, კედლის აშენების შემდეგ მათ აღარ ეძლევათ პროდუქტის რეალიზაციის საშუალება და ასევე ირღვევა უსაფრთხოების ნორმები.

მოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურს საჩივრით უკვე მიმართეს. როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, მერიამ კედლის დემონტაჟის ბრძანება გასცა, თუმცა რეაგირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics