|
2017-04-20 10:44:55, 1771 ნახვა
საზოგადოება
„მარტო შენთვის“ – „ელიტ ელექტრონიქსის“ ინოვაციური კამპანია
„ელიტ ელექტრონიქსი“ სმარტფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე საიმიჯო კამპანიას „მარტო შენთვის“ იწყებს. XXI-ე საუკუნეში ტექნოლოგიური განვითარება იმდენად სწრაფად მიიწევს წინ, რომ იქმნებიან რობოტები, თუმცა როგორც არ უნდა განვითარდეს ის, ადამიანი მაინც რჩება იდეალურ და უნიკალურ ქმნილებად. სწორედ ამიტომ ადამიანის შესაძლებლობებსა და შეგრძნებებს განსაკუთრებული როლი უჭირავს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. “ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდა და ამბიციურ მომხმარებლებს მიაწოდოს მათზე მორგებული პროდუქტი ფუნქციონალური და ტექნიკური კუთხით. კომპანია ორიენტირებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ლიცენზირებული და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება. მაღალკვალიფიციური კონსულტანტები უზრუნველყოფენ გააცნონ დეტალური ინფორმაცია პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფუნქციების შესახებ. https://vimeo.com/213702409 „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე მობილურებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმართულებით წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, როგორებიც გახლავთ: Samsung, Apple, Huawei, HP, Alcatel, Lenovo, Acer, Asus და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში ინოვატორი კომპანიაა ტექნიკის დარგში და ყოველთვის პირველი უზრუნველყოფს მიაწოდოს მომხარებელს ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები. „ელიტ ელექტრონიქსი“ ტექნიკის ბაზრის ლიდერია და მრავალი წლის მანძილზე ინოვაციური პროექტებითა და შეთავაზებებით მუდმივად ინარჩუნებს აღნიშნულ პოზიციას. კომპანია წარმოადგენს საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდეს რეალიზატორს, „ელიტ ელექტრონიქსი“ უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით და ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით. კომპანია ზრუნავს რომ შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და სწორედ ამიტომ არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.
(R)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)