05:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 15:55:41, 2396 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე: პასუხისმგებლობის აღება დამაზიანებელ საკონსტიტუციო პროექტზე მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში,  არ აიღებენ პასუხისმგებლობას დამაზიანებელ საკონსტიტუციო პროექტზე და ეს პოზიცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანხვედრაშია.

„ეს არის საარჩევნო სისტემის საკითხი,  პრეზიდენტის არჩევის წესი, მისი უფლებამოსილების საკითხი, ასევე სხვა საკითხებიც, მაგრამ მე ვთქვი, წითელი ხაზები,  რომელიც ყველასთვის საერთოა, და ასეთ შემთხვევაში დაველოდებით საბოლოო დრაფტს", - აღნიშნა შავგულიძემ.

მისივე განმარტებით, თუ მაინც არ იქნება გათვალისწინებული განსხვავებული პოზიციები და "ხელისუფლებამ ჯიუტად შეინარჩუნა ეს სისტემა  და პრეზიდენტის არჩევის ასეთი წესი", სავარაუდოდ,   ყველა ოპოზიციური პარტია ,  კომისიას დატოვებს.

"კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ სწორედ განსხვავებული პოლიტიკური ძალების კონსესუსის შედეგად მომხდარიყო შეჯერება პროექტზე, მაგრამ ვიღებთ შედეგს, რომ "ქართულ ოცნებას" იმთავითვე რაც ჰქონდა გადაწყვეტილი, მხოლოდ იმ ცვლილებების გატარებას აპირებს. პასუხისმგებლობის აღება ამ დამაზიანებელ ცვლილებებზე, რომელსაც გაატარებს "ქართული ოცნება" კონსტიტუციაში, მოუწევს მხოლოდ "ქართულ ოცნებას", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics