01:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 13:35:23, 1518 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

 მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილი ვიზიტი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება  საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები იყო.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა, რომ 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გარდა, საქართველოსა და ირანს თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმატები აკავშირებთ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა თბილისში მიმდინარე საქართველო-ირანის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს და ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.

ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებზეც.

მხარეებმა, საუბრისას, დადებითად შეაფასეს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics