03:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 20:03:35, 1830 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს  ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს,  ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის  ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.  ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილთა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა  და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს. ზიგფრიდ ბრაკემ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება.  პრემიერ–მინისტრის განმარტებით, საქართველო აგრძელებს რეფორმების კურსს, რათა კიდევ უფრო დაუხლოვდეს ევროპას. გიორგი კვირიკაშვილმა ზიგფრიდ ბრაკეს საქართველოს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბელგიის სამეფოს  ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს  მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics