|
2015-04-08 12:59:04, 375 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: სირცხვილია უკიჟინო ადამიანს, რომელმაც ქველმოქმედებაში მილიარდი დახარჯა
„სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში ქველმოქმედებაზე დახარჯული, უკიჟინო, რომ კომერციულად არამიმზიდველ ადგილას 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდეს და დააბრალო, რომ რაღაც შეღავათებით ისარგებლებს“,-ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შეღავათების დაფინანსების კომენტირებისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ოპონენტები არ უნდა აკეთებდნენ „უსირცხვილო განცხადებებს“ „პროგრამა აწარმოე საქართველოში არ არჩევს მის მომხმარებლებს იმისდა მიხედვით, თუ რა ფინანსური მდგომარეობა აქვს. ამიტომ ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა ბიზნესმენს. მე მგონია, რომ სირცხივილია, ადამიანს, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში ქველმოქმედებაზე დახარჯული, უკიჟინო, რომ კომერციულად არამიმზიდველ ადგილას 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდეს, იქ რაღაც დააბრალო რომ რაღაც შეღავათებით სარგებლობს - ეს არის ნამდვილად სირცხვილი. საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდეს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ოპონენტები არ უნდა აკეთებდნენ "უსირცხვილო განცხადებებს". "პროგრამა აწარმოე საქართველოში არ არჩევს მის მომხმარებლებს იმის და მიხედვით, თუ რა ფინანსური მდგომარეობა აქვს. ამიტომ ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა ბიზნესმენს. მე მგონია, რომ სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც მილიარდ დოლარზე მეტი აქვს საქართველოში ქველმოქმედებაზე დახარჯული, უკიჟინო, რომ კომერციულად არამიმზიდველ ადგილას 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდეს, იქ რაღაც დააბრალო რომ რაღაც შეღავათებით სარგებლობს - ეს არის ნამდვილად სირცხვილი",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)