02:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 12:40:29, 2130 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლევან იზორია: ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმის 70% შესრულებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით,  მათ მიერ განსაზღვრული გეგმის 70% უკვე შესრულებულია.

რაც შეეხება აღჭურვილობას, მინისტრის განმარტებით, ყველაზე ცენტრალური  ანტისაჰაერო სისტემის შექმნა იქნება:

„დაგვრჩა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება- აღჭურვილობა. მოდერნიზაციის 5 მიმართულება განვსაზღვრეთ და ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისაჰაერო სისტემის შექმნა, რადგან ვერც ერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი, გაუმკლავდეს მტერს, თუ ის  არ იქნა დაცული ამ ანტისარაკეტო სისტემით. ბევრჯერ მსმენია კრიტიკა, თითქოსდა ფლოტზე უარს ვამბობთ, თითქოსდა ავიაციაზე უარს ვამბობთ,  არაფერზე უარს არ ვამბობთ, ღმერთმა ქნას, ყველაფერი შეგვეძლოს ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე, უბრალოდ პრიორიტეტებს ვსაზღვრავთ, ვამბობთ, ფინანსური შესაძლებლობები სჯობს, მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს. რუსეთის ომმა სწორედ ეს გვაჩვენა. შეიძლება გყავდეს ბომბდამშენები რამდენიმე ერთეული, მაგრამ თუ  მათი დაცულობის ხარისხი ნულის ტოლია, აეროდრომების ინფრასტრუქტურა დაცული არაა, შეიძლება ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენები აეროდრომის დაბომბვის შემთხვევაში. ჩვენ ვაკეთებთ სწორ პრიორიტეტულ გათვლებს და ვსწავლობთ გამოცდილებიდან. პირველ რიგში, მოქალაქეს, ვინც ამ თანხებს იხდის, აქვს ლეგიტიმური კითხვა და მოთხოვნა ჩვენს მიმართ,  რამდენად ვიქნებით დაცული ომისა და კრიზისის შემთხვევაში?“,-აღნიშნა ლევან იზორიამ და დასძინა, რომ  17-18 აპრილს საფრანგეთში კოლეგას შეხვდება, სადაც ანტისაჰაერო სისტემის შეძენისა და მისი იმპლემენტაციის კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics