02:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 13:39:22, 2171 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: საქართველოს პრეზიდენტზე ყველაფრის გადაბრალებამ გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილზე ყველაფრის გადაბრალებამ გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო.

აბაშიშვილის განმარტებით, სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის გუნდი სხვადასხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით კონსულტაციების ღიად აწარმოებენ.

„პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი,  ეს არის მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. ზოგადად, როცა ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის და ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში, ვიწრო სივრცეში, ამ დროს აქვს სწორედ ადგილი სხვადასხვა კონსპირაციებს, ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფერის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტისადმი, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა ვინმე კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც. სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტის გუნდი ღიად აწარმოებდა კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან,  მოსმენების კანონთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტერიტორიულ მოწყობასთან, აფხაზეთის თემასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით,  ეს იყო ღია კონსულტაციები თემატურ საკითხებზე და არა  - კონსპირაციული“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტს საინტერესო კამპანია - “კონსტიტუცია ყველასთვის“ აქვს დაწყებული. 

"საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრები ხვდებიან მოქალაქეებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ვფიქრობ, რომ არის საინტერესო დისკუსია მთელ რიგ საკითხებზე“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics