|
2015-04-08 09:38:19, 443 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ბინას უყიდის
მთავრობა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ბინას უყიდის. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ჰკითხა, თუ როდის უნდა მოხდეს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახისთვის ბინის შეძენა. "მინდა პირველ რიგში ყველას მოგილოცოთ გუშინდელი დღე, ხარების დღე.მინდა, ბატონ ვახტანგს ვკითხო, როდის უნდა შევუძინოთ ბინა გარდაცვლილი პოლიციელის შვილს",-მიმართა ღარიბაშვილმა ვახტანგ გომელაურს. გომელაურის განცხადებით, ბინის საკითხი ბექა მარგიშვილის დაკრძალვის შემდეგ მოგვარდება. "ამ საკითხზე ვმუშაობთ.ხვალ დაკრძალვაა, დაკრძალვის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)