18:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 14:02:55, 1725 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია

 „9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლისკენ არ მომიწოდებია“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"დღეს არის 9 აპრილი, მწუხარების დღე. ამავე დროს სიხარულისაც. ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. დღეს რადიოთი მოვისმინე, რომ საქართველოს პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდაო... მე დაშლისკენ არ მომიწოდებია. მე ვხედავდი საშიშროებას და მოვუწოდე, რომ ქვაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულიყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც ამ მოვლენას შეეწირნენ",- ბრძანა უწმინდესმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics