01:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 15:47:08, 2111 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გოცირიძე უმრავლესობას: ებრძვით პრეზიდენტის ინსტიტუტს და გინდათ, რომ საარჩევნო კანონი საკუთარ ტყავზე მოირგოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, მმართველი ხელისუფლება უკმაყოფილია იმით, რომ პრეზიდენტმა არგუმენტირებული, ზომიერი შენიშვნები გამოთქვა ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ.

გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და მათ „რეალობასა და დროს აცდენილი“ უწოდა.

„დღევანდელი მმართველი ხელისუფლება იმითაც კი არის უკმაყოფილი, რომ პრეზიდენტმა სავსებით არგუმენტირებული, ზომიერი ფორმით  შენიშვნები გამოთქვა  ქვეყანში დღეს  არსებული პრობლემების  შესახებ. ესეც  კი მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი უმრავლესობისათვის. თქვენი სატელევიზიო გამოსვლებით მოვისმინეთ, რომ  თურმე  პრეზიდენტი დროსა და სივრცეს  ყოფილა  აცდენილი თავისი გამოსვლით.  სამწუხაროდ თქვენ  აცდით დროს.   ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ  საქართველოში ხდება ფაქტობრივად  კონსტიტუციური გადატრიალება.  თქვენ არ მოგწონთ, რონ პრეზიდენტი თურმე იყენებს  ვეტოს  უფლებას.  თურმე რა ჩაუდენია პრეზიდენტს, რომ  6 ჯერ გამოუყენებია თავისი კონსტიტუციური უფლება და თურმე თქვენ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება უწოდეთ  პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებების  გამოყენებას.  ქვეყანაში კონსტიტუციის ჭრა, კერვა და მორგება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების  შენარჩუნების მიზნით  ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ქმედების მთავარი მიზანი. ებრძვით პრეზიდენტის ინსტიტუტს, თქვენ გინდათ, რომ შეცვალოთ კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი მოირგოთ საკუთარ ტყავზე. ფაქტობრივად ქვეყანაში უზურპირებულია  სასამართლო ხელისუფლება“,-განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics