23:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:04:19, 2209 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია

„გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სასამართლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში. 

„პოლიტიკოსებს გვყავს მხარდამჭერები, მაგრამ გვყავს კრიტიკოსებიც. დემოკრატიული სახელმწიფოს აქსიომაა, რომ კრიტიკოსებს ჰქონდეთ თავიანთი შეხედულების მტკიცების უფლება როგორც საჯაროდ, ასევე სამართლებრივად. სწორედ ასე მთლიანდება საზოგადოება - სხვისი პოზიციის მოსმენის უნარით და  ობიექტურ სამსჯავროზე სამართლის პოვნის იმედით. სასამართლო სისტემა ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია. მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის მეტი დემოკრატიულობა,  ჩემი არა ერთი პოლიტიკური განცხადების, თუნაბიჯის საფუძველი გახდა. თუმცა, ამ პროცესის მთავარი აქტორები თავად მოსამართლეები უნდა იყვნენ. ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში.  ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს თავისთავზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საკითხებზე მსჯელობას სრული დუმილით ხვდება.

„ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია. შემოდგომაზე მე ვახსენე ამ კრიზისის გადაწყვეტაში ევროპის კავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობის აუცილებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ -  ჩვენ გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში. სასამართლო სისტემის უკვე ტრადიციად ქცეული სირთულეების ფონზე, უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ყველაზე  თამამი და არაორდინალური მოსაზრებების  მოსმენა, სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, თუ ეს  იდეები  ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციაში ჩამოყალიბდება, რევოლუციურ გარდატეხას შეიტანდა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში.

მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამრთლოს უფლება. მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო.  მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას სდევნიან მისი განსხვავებულობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო. მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცავები, როდესაც მას დევნიან პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, როდესაც მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება, როდესაც მისი პირადი ცხოვრება არ არის ხელშეუხებელი, როცა მას უკანონოდ უსმენენ. სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, სანამ არ არის დაცული  ქვეყნის ყველა მოქალაქე“, - განაცხადა პრეზიდენტმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics