23:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 12:12:16, 2003 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო.

საგაზაფხულო პლენარულ სხდომას 99 დეპუტატი ესწრება.

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტში დებატები გაიმართება.

პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ასეთი ორია, გათვალისწინებულია 5-5 წუთი, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი, უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ, უმცირესობას და უმრავლესობას დაეთმობა ცალ-ცალკე 45-45 წუთი, ხოლო ვიცესპიკერებს 10-10 წუთი. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია15 წუთი.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics