|
2017-04-05 11:31:24, 1161 ნახვა
საზოგადოება
2017 წლის სექტემბერში საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნა გახდება
2017 წლის სექტემბერში საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს საქართველოში ვიზიტით მყოფი OGP-ის სამდივნოს წარმომადგენლები „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის გაფართოებულ შეხვედრაზე გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებმა − აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ერთობლივად განიხილეს საქართველოს, როგორც „OGP“-ის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წამყვანი თავმჯდომარე საქართველო 2017 სექტემბერში გახდება. საქართველოს სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით „OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლები ქვეყანას 3 აპრილს ეწვივნენ. „OGP“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი და სამოქალაქო საზოგადოების მიმართულების დირექტორი პოლ მაასენი უკვე შეხვდნენ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ბარამიძეს, აგრეთვე, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებს საქართველოს პარლამენტიდან და თბილისის მერიიდან, არასამთავრობო სექტორს. ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას „OGP“-ის მმართველ კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდება ერთი წლის ვადით.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)