14:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 14:23:03, 1509 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში კორპუსების წყალ-კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების წყალ-კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ზღვის უბანში (თემქა) - მე-11 მ.რ, მე-2 კვარტლის მე-20 კორპუსში, სადაც კანალიზაციის სისტემა მთლიანად იცვლება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე შიდა ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

კონკრეტულად, ამ პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 60 651 ლარი გამოიყოფა. გამგეობა, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მსგავსი ტიპის სამუშაოების ღირებულების 85%-ს ანაზღაურებს.

2017 წლის იანვრიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობამ წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაციის 13 პროექტი დაამტკიცა. უკვე დაფინანსებული პროექტების გარდა, წლის ბოლომდე ანალოგიური სამუშაოები კიდევ რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდება.

(NS)

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics