22:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 12:54:56, 1933 ნახვა

პოლიტიკა
ინდონეზიის მთავრობა ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმებსა და სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს ეცნობა

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონა ლაოლი მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძე დელეგაციის წევრებს იმ რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება.

მხარეებმა ისაუბრეს სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმის შესახებ. დელეგაციის წევრები გაეცვნენ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, ისაუბრეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ბავშვთა ულებების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე − მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე.

სტუმრები იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასა და მუშაობის სპეციფიკასაც გაეცვნენ. მხარეებმა ისაუბრეს სერვისების გაცემისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზეც.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს.

ინდონეზიის დელეგაციის ვიზიტი 5 აპრილს სრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics