02:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 18:37:27, 2536 ნახვა

კომენტარი მსოფლიო
მოგერინი: თვალყურს ვადევნებთ ინფორმაციას პეტერბურგიდან - ჩვენი ფიქრები რუს ხალხთანაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად პეტერბურგიდან ინფორმაციას თვალყურს ადევნებენ.

ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროკავშირის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თვალყურს ვადევნებთ ინფორმაციას სანქტ-პეტერბურგიდან. ჩვენი ფიქრები რუს ხალხთანაა“, - წერს ფედერიკა მოგერინი.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში, საბჭოს სხდომას ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებით განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics