|
2017-04-03 12:25:04, 2329 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ - მიმდინარეობს გამოძიება
დღეს თბილისის ცენტრში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. აღნიშნული ფაქტი "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს ორი ნიღბიანი პირი საცხოვრებელ სახლთან დაესხა თავს, როდესაც ის მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მიდიოდა. მისივე ცნობით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეტა სამინისტროში განუცხდეს, მომხდართან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)