|
2017-04-03 09:57:46, 740 ნახვა
სამხედრო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებს
თვდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ. პროექტის მიხედვით ცვლილებები შედის კანონის მე-11 მუხლში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების მიზნით, წესდება სამსახურიდან დროებით დათხოვნისა და შვებულების მიცემის ახალი წესი: საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში, რომელიც როგორც წესი, შეადგენს ათ კვირას, პირველი ოთხი კვირის განმავლობაში მოსამსახურეს არ მიეცემა დასვენების დღე სამსახურიდან დათხოვნის უფლებით, ხოლო მომზადების პერიოდის ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში არაუმეტეს სამი შაბათი და კვირა დღე, ქვედანაყოფისათვის განსაზღვრული განრიგის შესაბამისად. საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდგომ, სამხედრო სავალდებული სამსახურის ვადის ამოწურვამდე ყოველკვირეულად ორი დღე - შაბათი და კვირა. სამხედრო მოსამსახურეს ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების გამოყენების უფლება შეიძლება შეეზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში და სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან მის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების ჩამორთმევას. ამასთან, შვებულება, ნაცვლად ორი კვირისა შეიცვლება და მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ, მიეცემა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში არაუმეტეს თხუთმეტი დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობით ან სხვა საპატიო მიზეზით დამატებით შეიძლება მიეცეს შვებულება არაუმეტეს ათი დღის ოდენობით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას კანონის 21-ე მუხლში. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება მხოლოდ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, რაც პრაქტიკაში ქმნის პრობლემებს, ვინაიდან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხები მოწესრიგებულია არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ კანონქვემდებარე აქტებითაც.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)