|
2017-03-31 13:53:45, 2146 ნახვა
კომენტარი
სუბარი: დევნილების დასახმარებლად ევროკავშირმა 810 000 დოლარი გამოგვიყო
"დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგია მოიცავს ორ უმთავრეს კომპონენტს. ესაა, პირველი, ყველა დევნილის საცხოვრებლებით უზრუნველყოფა და მეორე, შემოსავლების გაჩენა, რომ მუდმივად სახელმწიფოს დახმარების იმედად არ იყვნენ, სხვა მოქალაქეების თანასწორად ჰქონდეთ შემოსავლები",- ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. სუბარის განმარტებით, წელს მეორე კომპონენტისთვის გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ერთგვარი საპილოტე პროექტი დავიწყეთ შარშან. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველად გამოიყო თანხები ამ მიმართულებით. თანხა არ იყო დიდი 250 ათასი ლარი გახლდათ, მაგრამ დავინახეთ ის საჭიროებები, რაც არსებობდა. 460-მა ოჯახმა მიიღო მცირედი გრანტები, დაახლოებით 100-მდე პირის გადამზადება მოხდა განათლების თვალსაზრისით. წელს ეს თანხები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუბარია 810 000 დოლარზე. ეს არის ევროკავშირის დახმარება. გაიზარდა ჭერიც. თუ შარშან იყო მაქსიმუმ 2 000 ლარი, წელს არის 5 000 მცირე ბიზნესის საწარმოებლად. გაიზარდა ბენეფიციარების რაოდენობაც",- აღნიშნა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)