|
2017-03-30 16:19:30, 1651 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს
„თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ზურაბ ჭიაბერაშვილის ის საჯარო გამოსვლა გააპროტესტეს, რომლითაც მან მხარი ფადი ასლის განცხადებებს დაუჭირა და განაცხადა, რომ სასამართლო კორუმპირებულია. აქციის მონაწილეები ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრას და განმარტებების მოსმენას მოითხოვდნენ. „თბილისის თამბაქოს“ შესყიდვების მენეჯერის მამუკა დავლაძის თქმით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადის ასლის განცხადებები, „თბილისის თამბაქოს“ და „ფილიპ მორისის“ შორის მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა და მიმართულია ქართული წარმოების წინააღმდეგ. დავლაძე აცხადებს, რომ ფადი ასლის მოსაზრებებს მხარს „ევროპული საქართველოც“ უჭერს. „ფილიპ მორისის“ მიერ დემპინგურ ფასებს ვაპროტესტებთ, რის შედეგადაც ის ხდება მონოპოლისტი. ამაზე საქართველოს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება და „ფილიპ მორის“ სცნო დამნაშავედ დემპინგურ მაქინაციაში, რასაც შემდეგ მოჰყვა ფადი ასლის განცხადებები, რომელშიც მან ქართული სასამართლო დაადანაშულა ქრთამის აღებაში. ეს არის სრული სიყალბე, ადამიანმა, რომელსაც არავითარი მტკიცებულება არ გაგაჩნია, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთო. რომელი საწარმო აქვს ფადი ასლის გახსნილი, რამდენი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, როგორი ინვესტორია ის. „ევროპული საქართველოს“ ოფისთან იმიტომ მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლა, სადაც მან მხარი დაუჭირა ფადი ასლის განცხადებას, რომ მოსამართლე არის კორუმპირებული. ქართულმა პარტია, იმის მაგივრად, რომ ქართულ წარმოებას დაუჭიროს მხარი, მით უფრო, მაშინ, როცა მას უცხოელი დისტრიბუტორი, ხაზს ვუსვამ - დისტრიბუტორი და არა ინვესტორი, ჩაგრავს, პირიქით მოქმედებს და აკეთებს საწინააღმდეგოს. სწორედ ამას ვაპროტესტებთ ჩვენ აქ. გვინდოდა გამოსულიყო ბატონი ჭიაბერაშვილი და ჩვენთვის პასუხი გაეცა“,- განაცხადა მამუკა დავლაძემ. აქციის მონაწილეებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ღვინიაშვილი შეხვდა რომელმაც განმარტება გააკეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დღესვე, „ქართული თამბაქოს“ თანამშრომლებმა აქცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის ოფისთანაც გამართეს ფადის ასლის წინააღმდეგ. (NS)
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)