|
2017-03-29 14:23:05, 2186 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა
საქართველოში დაკავებულ უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს, იგორ კირიუშინს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. კირიუშინი უკრაინის ინტერპოლის მიერაა ძებნილი. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. „სასამართლოს ცნობით, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შესახებ. წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, იგორ კ.-ს, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, მითვისება, გაფლანგვა ან ქონების უკანონო მითვისება კანონის ბოროტად გამოყენებით, იმ პერიოდში, როდესაც ის უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ასევე ნავთობის, გაზის, ტორფის დეპარტამენტის და ნავთობის გადამუშავების ინდუსტრიის და ალტერნატიული საწვავის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სასამართლოს მიერ იგორ კ.-ის მიმართ 3 თვის ვადით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო მიმალვის საფრთხე, რომელიც სასამართლომ საკმაოდ მაღალი რისკის შემცველად მიიჩნია. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა იგორ კ. -ს კავშირები საზღვარგარეთ, მისი ფინანსური რესურსები, ასევე ის, რომ მას დაკავების ქვეყანასთან არ აქვს მჭიდრო კავშირები და რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ იგორ კ. -მ წარსულში უკვე სცადა მიმალვა, რითაც თავი აარიდა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში და სასამართლოში გამოცხადებას. სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, მისი გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა 25 მარტს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)