20:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 14:27:45, 2201 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბრიუსელში ვიზიტი და საქართველოს დელეგაციის მიმდინარე შეხვედრები შეაფასა.  

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა,  საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისათვის რომ ინტეგრაციული პროცესები გაღრმავდეს.

„ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს პარლამენტის მხრიდან ევროსტრუქტურებში, ისინი, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოსთან ურთიერთობებზე, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული პროგრესი. იგი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს , რეალურად უახლოვდება ევროკავშირს თავისი სტანდარტებით, ინსტიტუციებით, კანონმდებლობით და რაც მთავარია წარმოადგენს ევროპის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს", - აცხადებს მიხეილ ჯანელიძემ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნეს წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რათა მათ გააღრმავონ თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან.

2017 წლის 28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის  წევრებთან ერთად, ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics