|
2017-03-29 13:46:59, 2047 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლა
სასამართლომ ბათუმის მოვლენების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მტკიცებულებების არქონის გამო შეწყვიტა. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლო პროცესზე მოწმეც ჰყავდა წარმოდგენილი. მისი ინფორმაციით, აქციის ღამეს, მამუკა ბერიძესთან ერთად, ღამის კლუბში იმყოფებოდა, რის გამოც საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოუწია გამოსვლა, საპატრულო პოლიციამ კი ის როგორც აქციის მონაწილე უსამართლოდ დააკავა. შეგახსენებთ, 11 მარტს, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა რამდენიმე ასეული პირი, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისა და დაკავების თაობაზე. დაახლოებით 22 საათზე, პირთა ჯგუფმა გადაინაცვლა ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №11-ში განთავსებულ შ.ს.ს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც მათი მოქმედებები გადაიზარდა აგრესიაში. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებულმა პოლიციის მუშაკებმა არ მისცეს. ცნობისთვის, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, საიდანაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)