|
2017-03-29 12:52:46, 1412 ნახვა
საზოგადოება
ბელარუსის დელეგაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემასა და არასააღსრულებო სერვისებს ეცნობა
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ბელარუსის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იოსებ ბაღათურია და ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამმართველოს წარმომადგენლები. ალექსანდრე ბარამიძემ ანდრეი ავდეევს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების სფეროს მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად განახორციელა. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის ორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს აღსრულების სისტემით ბელარუსი 2016 წლის მაისში დაინტერესდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის იუსტიციის მინისტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც უმასპინძლა და უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით ბელარუსმა კოლეგებმა ქართველი აღმასრულებლები მინსკში მიიწვიეს. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ბელარუსის იუსტიციის სამინისტროსა და სააღსრულებო ინსტიტუტების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. ბელარუსის დელეგაციის განმეორებითი ვიზიტი საქართველოში 28 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. ვიზიტის მიზანი საქართველოს სააღსრულებო სისტემის მუშაობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, მათ შორის, აღსრულებაში IT გადაწყვეტებისა და კერძო აღმასრულებლის მუშაობის შესახებ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)