|
2017-03-29 12:40:38, 2195 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპაში ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი არ დარჩენილა ბოლომდე
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებით ემოციურია, როდესაც ქვეყნის მეგობრები თვითონ ინტერესდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით. როგორც პრეზიდენტმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ხელოვნური ბარიერი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშია აღმართული. "ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართული არის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მინდა ვთქვა ძალიან ნათლად, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი არ დარჩენილა ბოლომდე. ეს უსამართლობა რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია დაიძლევა ძლიერი, ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით და ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან, რომ თავის თვალით ნახონ ეს უსამართლობა", - აღნიშნა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას ხურვალეთში საოკუპაციო ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი 27 მარტს ეწვია. დღეს ორი ქვეყნის ლიდერი ხურვალეთში არსებულ საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილობრვ მოსახლეობას შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)