15:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 12:42:37, 359 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მირჩეა დუშას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრ მირჩეა დუშას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობა იყო.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, რუმინელი კოლეგის, ვიქტორ პონტას მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტით მოხარულია.

მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ევროპული ინტეგრაციის კურსს, რაც საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს  პროცესში აქტიური ჩართულობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ასევე რუსეთთან დეესკალაციის პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პარალელურად ახორციელებს და აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში, პოლიტიკურ ვითარებას არ ცვლის.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინაში განვითარებული მოვლენები.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მოიწვია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში 25-27 ივნისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics