01:03 - 11 Jun, 2026
|
2017-03-25 13:59:02, 2487 ნახვა
სამართალი
ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკუშა გაბეჩავას ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. „ნაპოვნია გარდაცვლილი 8 წლის ბავშვის ცხედარი. ინიშნება ექსპერტიზა გარდაცვალების პირველადი მიზეზების დასადგენად“, - განაცხადა უწყებაში. შეგახსენებთ, ბავშვი 23 თებერვალს დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 129-ე მუხლითაა დაწყებული, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)