|
2017-03-23 19:36:38, 2043 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემო განიხილეს. მისივე თქმით, განსანხილველ საკითხთა სიაში ასევე, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ბრიუსელის სამიტზე საქართველოს წარმოჩენა. "განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და თავდაცვისუნარიანობის გეგმები. ასევე, განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხი, წარმოჩენის თვალსაზრისით კოორინირებულად გადასადგმელი ნაბიჯები. იცით, რომ ბრიუსელის სამიტი, არის სამიტი, რომელზეც მარტო ნატო-ს ქვეყნები არიან მოწვეული, შესაბამისად, საქართველოს წინაშე დგება მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ კოორდინირებულად, თავდაცვის და საგარეოს უწყებებმა, უშიშროების საბჭომ, პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთად იმოქმედონ იმისთვის, რომ პარტნიორების მეშვეობით, საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. სხომას საბჭოს 11 მუდმივი წევრიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა. ჯერძოდ: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და ა.შ. სხდომას არ ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ხოლო, საგარეო საქმეთა მინისტრის მაგივრად სხდომას მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ესწრებოდა. პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)